IPI: ჩვენ მკაცრად ვგმობთ "ფორმულას" ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას
IPI ( საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი ) — გლობალური ქსელი დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ფორმულად ჟურნალისტების ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
IPI გმობს ჟურნალისტების დაკავებას და მათ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ფორმულას ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას — ეს არის აშკარა შეტევა სიტყვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ ისინი", — წერია განცხადებაში.