თოჯინები იცინიან / tojinebi icinian (1962)
2012-08-29, 5:46 PM | |
დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი სცენარის ავტორები: გურამ პატარაია, არლი თაყაიშვილი დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე ხმის ოპერატორი: დავით ლომიძე მემონტაჟე: ვასილ დოლენკო მონაწილეობენ: სესილია თაყაიშვილი (ნუცა), მარინე თბილელი (ალისა), იპოლიტე ხვიჩია (მელიტონი), მერაბ თავაძეn (რეზიკო), მეგი კეჟერაძე (ლალი), ეროსი მანჯგალაძე (სევერიანი), გიორგი გაბელაშვილი (ვარლამი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მოხუცი), ვახტანგ სულაქველიძე (მუსიკათმცოდნე), დუდუხანა წეროძე (ნათესავი ქალი), ჟუჟუნა დუგლაძე (ოლღა), ჩიტოლია ჩხეიძე (მეზობელი ქალი), ჯულიეტა ვაშაყმაძე (დოდო), ხ. ხუციშვილი (პატარა ლალი), მიხეილ მგელაძე (პროფესორი), ირინე მაღალაშვილი, ელენე ყიფშიძე (პიანისტი), ქართლოს კასრაძე (ფოტოგრაფი), გიორგი გეგეჭკორი, გურანდა გაბუნია ფილმის აღწერა: მელიტონ ბელთაძის ერთადერთ ვაჟს რეზიკოს ოპერის მომღერლობის არც ნიჭი აქვს, არც სურვილი, მაგრამ ბებიისა და დედის ხათრით კონსერვატორიაში აბარებს. რეზიკოს პირველივე გამოცდაზე ჩაჭრას მამა-შვილი შინაურებს ვერ უმხელს. მელიტონი გასაჭირს თავის მეგობარს, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორს შესჩივლებს და შვილის დროებით სამუშაოდ მიღებას თხოვს. ფაბრიკაში რეზიკოს ნამდვილი ნიჭი ვლინდება, მისი გაკეთებული შესანიშნავი თოჯინები სწრაფად იპყრობს ყურადღებას. ფაბრიკაში შემთხვევით მოხვედრილი ახალგაზრდა თავის მოწოდებასთან ერთად აქ პირველ სიყვარულსაც იპოვის. | |
| |
ნანახია: 2758 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |