გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 26 » გამოქვეყნდა “მანდარინების” ამერიკული ტრეილერი!
7:04 AM
გამოქვეყნდა “მანდარინების” ამერიკული ტრეილერი!






Samuel Goldwyn Films-მა “მანდარინების” ამერიკული ტრეილერი გამოაქვეყნა. დისტრიბუტორი კომპანია აპირებს, შტატებში ქართულ-ესტონური პროდუქტის პრემიერა რაც შეიძლება მალე შედგეს, რათა ამერიკელმა კინომოყვარულებმა თავადვე შეძლონ წლევანდელი ოსკარის ნომინანტის შეფასება.

ფილმი მოგვითხრობს მოხუც ესტონელ კაცზე, რომელიც მოწინააღმდეგე რაზმების ორ დაჭრილ ჯარისკაცზე ზრუნავს. სიუჟეტი 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება. ვინაიდან “მანდარინები” ესტონურმა Allfilm-მა დააფინანსა, ნამუშევარი ოსკარზე სწორედ ესტონეთის სახელით ასპარეზობს. Allfilm-თან ერთად ფილმს ქართული “კინო 24″-იც აწარმოებდა. პროდუსერებიც ესტონელი ივო ფელტი და ქართველი ზაზა ურუშაძე არიან. რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებლებს, მონაწილეთა სიაში შედიან მიხეილ მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი, ელმო ნუგანენი, რაივო ტრასი და სხვები.



“მანდარინებმა” უკვე დაიმსახურა სხვადასხვა ჯილდო ვარშავის, ჰაიდელბერგის, პალმ-სპრინგისა და სიეტლის ფესტივალებზე. ის წარდგენილი იყო ოსკარის ნომინაციაზე “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი”. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის შედგება ფილმის ამერიკული პრემიერა.

საიტზე დამატებითი ტეგები - academy award, Drama, Elmo Nuganen, estonia, festival, foreign-language film, georgia, Giorgi Nakashidze, Ivo Felt, Lembit Ulfsak, Mannheim-Heidelberg, Mikhail Meskhi, nominee, oscar, Palm Springs, Raivo Trass, Samuel Goldwyn Films, Seattle, soldiers, Tangerines, Mandariinid, Warsaw, zaza urushadze, Zurab Bealishvili, ამერიკა, ამერიკული კინოაკადემია, გიორგი ნაკაშიძე, დისტრიბუცია, ელმო ნუგანენი, ესტონეთი, ზაზა ურუშაძე, ივო ფელტი, ლემბიტ ულფსაკი, მანდარინები, მიშა მესხი, მიხეილ მესხი, ნომინანტი, ნომინაცია, ოსკარი, პრემიერა, მანდარინები, რაივო ტრასი, საქართველო, უფლება, უცხოენოვანი.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 877 | დაამატა: nikucha | ტეგები: mandarinebis amerikuli treileri, misha mesxi, Mandariinid, მიშა მესხი, Tangerines, misha meskhi, მანდარინები, mandarinebi online qartulad, ზაზა ურუშაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...