გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 26 » Канченджанга / Kangchenjunga / კანჩენჯანგა
1:39 PM
Канченджанга / Kangchenjunga / კანჩენჯანგა






კანჩენჯანგა — მთის მასივი აღმოსავლეთ ჰიმალაის სამხრეთ განშტოებაზე ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე. მასივის მთავარი მწვერვალის სიმაღლეა 8586 მ. კანჩენჯანგა დედამიწის სიმაღლით მესამე მწვერვალია. აგებულია გნაისებით, გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია წვეტიანი მწვერვალები და ციცაბო კალთები. არის მძლავრი გამყინვარება. მისი გრანდიოზული მასივი 17 კილომეტრზეა გადაჭიმული, აქედან ექვსკილომეტრიანი ზოლი 8000 მეტრზე მაღლაა აღმართული. 1852 წლამდე ითვლებოდა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალად. კანჩენჯანგაზე პირველი ექსპედიცია 1899 წელს მოაწყო ინგლისელმა დაგლას ფრეშფილდმა. პირველი პირველად დაიპყრეს ბრიტანელებმა ჯო ბრაუნმა და ჯორჯ ბენდმა 1955 წლის 25 მაისს. კანჩენჯანგაზე ასვლების ისტორიაში ყველაზე რთული იყო რუსების მიერ 1989 წელს მოწყობილი ექსპედიცია, რომელმაც მისი ოთხივე რვაათასიანი პიკის ტრავერსი განახორციელა. სახელწოდება „კანჩენჯანგა“ აღნიშნავს „დიდი თოვლის ხუთ საგანძურს“, ვინაიდან მთიანი მასივი ხუთი მწვერვალისგან შედგება.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 867 | დაამატა: nikucha | ტეგები: ქვეყანა, სოფელი, ქალაქი, კანჩენჯანგა, qalaqi, geografia, გეოგრაფია, qvekana, qveya, sofeli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...