გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 30 » ლაშა მარგიანი – პირველი ის იყო, რომ წვიმა მოვიდა ... / lasha margiani - pirveli is iko, rom tscvima movida
1:15 PM
ლაშა მარგიანი – პირველი ის იყო, რომ წვიმა მოვიდა ... / lasha margiani - pirveli is iko, rom tscvima movida






ქალაქ რუსთავიდან ერთი უძლიერესი პოეტი ლაშა მარგიანის ლექსი – პირველი ის იყო, რომ წვიმა მოვიდა ... / rustaveli udzlieresi poetis lasha margianis leqsi - pirveli is iko, rom tscvima movida mere me ...

პირველი ის იყო,
რომ
წვიმა მოვიდა,
მერე
მე
ადგომა
და
წასვლა მომინდა,
წავედი
და
ზურგი ვაქციე ცხოვრებას
და
ნაფეხურები დავტოვე ტალახში,
სხვაგვარად იმათგან,
ვინც
თეთრ თოვლს ელოდა,
ქალაქში
რომელშიც
დღისითაც ბნელოდა.

ჰო,
ახლაც ასეა
და
არაფერი არ იცვლება გარდა ნათურის,
რომელიც
გადაიწვა,
პოეზია ვერ ერევა ცხოვრებას,
პოეზიით სიკვდილს ამარცხებენ,
მე ვყვირი,
ანუ ამოვვარდი
ბაბუაწვერებით დაფარულ მინდორში ჩამდგარი ქარივით
და
ვამბობ,
გავარტყი ყველა მედროვე პოეტს
და
უკანალის ქამელეონებს,
გავარტყი მათ,
ვინც
ჩემი ლექსებით კერავენ გოგონებს,
ყველა ჩსაფრებულ ვირთხას,
გულში
რომ
შეიყვან
და
იქაც ეძებენ სოროებს,
გავარტყი მათ,
ვინც
მარხვას არღვევს
და
იცავს ცენზურას,
ფეხებზე მკიდია პირფერი ყორნების ლამაზი ჩხავილი
და
გენიოსების ნახმარი ეპოქა,
თავისუფლებაზე შეყვარებული მონათმფლობელები
და
უნებლიე ცოდვილები.
მე ვფიქრობ მთებზე,
როგორც
ჩემი სულის ნაწილზე
და
იქაც წავალ,
თვითონ მივაგნებ,
ბალახებს,
ხეებს,
მდინარეებს,
კენჭებს,
ყვავილებს,
რომლებიც
არცერთ ადამიანს არ აღმერთებენ
და
ვდგები რიგში,
იმათ რიგში,
ვისაც ურიგოდ გაატარებს მალე სიცოცხლე,
ანუ
მომიშვა ტკივილისგან მოხრილმა ზეცამ,
ყველა ოცნება დამშეული ნაგაზებივით.

ბარი-ბარში ვართ.

ნუ წამომყვები მეგობარო,
დიდი ხანია გზას ავცდი.

... ... ... ... ...

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 969 | დაამატა: nikucha | ტეგები: ლაშა მარგიანის პოეზია, poezia, lasha margianis leqsebi, lasha margianis poezia, პოეზია, ლაშა მარგიანის ლექსები, lasha margiani, leqsebi, ლაშა მარგიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...