11:36 PM
ცნობილი კაბის ფერის საიდუმლო ამოხსნილია
www.auf.ge -
ხუთშაბათს სოციალური ქსელებით გავრცელდა კაბის ფოტო, რომლის ფერის შესახებ განხილვაშიც ასობით ათასი ადამიანი ჩაერთო. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ კაბა ოქროსფერი და თეთრია, ნაწილი კი – ლურჯი და შავი.

BBC–ის ცნობით, ამ საკითხზე დებატები მაშინ დაიწყო, როდესაც შოტლანდიელმა მომღერალმა კატლინ მაკნეილმა საკუთარ თამბლერის ბლოგზე კაბის ფოტო დაპოსტა.

"ჩემი ორი მეგობარი დაქორწინებას აპირებდა და მთხოვეს, რომ ბენდთან ერთად მათ ქორწილში დამეკრა. ქორწილამდე 1 კვირით ადრე საპატარძლოს დედამ გაუგზავნა კაბის ფოტო, რომლის ჩაცმასაც ის ქორწილში აპირებდა. როდესაც მან ეს ფოტო თავის საქმროს აჩვენა, ვერ შეთანხმდნენ, თუ რა ფერის იყო კაბა რეალურად. ერთი ამბობდა, რომ ეს იყო თეთრი და ოქროსფერი, მეორე კი – ლურჯი და შავი,"– ამბობს მაკნეილი.

როგორც მომღერალმა თქვა, მათ ამ კაბის არსებობა საერთოდ დაავიწყდათ, სანამ რეალურად არ ნახეს, რომ ქორწილში პატარძლის დედას შავი და ლურჯი კაბა ეცვა.


კაბა, რომლის ფერის შესახებ განხილვაში სოციალურ ქსელებში ასობით ათასი ადამიანი ჩაერთო.

Nytimes–ის ცნობით, ნახევარ საათში მაკნეილის პოსტმა 500–მდე "მოწონება" და "გაზიარება" დააგროვა, 1 საათში კი ამ მაჩვენებელმა ათობით ათასს მიაღწია. ფოტო გადავიდა BuzzFeed–ზე, Facebook–ზე, Twitter–ზე და განხილვაში – თუ რა ფერის არის კაბა, ასობით ათასი ადამიანო ჩაერთო.

AsapSCIENCE იმას, რომ ადამიანები კაბას სხვადასხვა ფერად აღიქვამენ, შემდეგნაირად ხსნის:

"ამ ფოტოზე გარემო ძალიან არამკაფიოა. ფოტო კაბისგან იმდენად ახლოს არის გადაღებული, რომ არ გვაქვს ინფორმაცია გარემოს განათების შესახებ. ამიტომაც, გონებამ უნდა გააკეთოს დაშვება, თუ რა პირობებშია ობიექტი. ვინც ამ კაბას თეთრად ხედავს, ეს ნიშნავს, რომ მათმა გონებამ განათების პირობებად ჩათვალა ცისფრად და მკაფიოდ განათებული ოთახი. ამ დაშვებით ადვილია მივხვდეთ, რომ ნეიტრალურ განათებაში კაბა მართლაც თეთრი იქნებოდა. ხოლო ისინი, ვინც ამ კაბას შავად და ლურჯად ხედავს, მათი დაშვებით, გარემო ხელოვნურად, ყვითელი სინათლით არის განათებული და შესაბამისად, ოქროსფერი აქ მოჩანს, როგორც შავისგან არეკლილი ყვითელი შუქი,"– ნათქვამია AsapScience-ის ვიდეოში.

BuzzFeed–ზე კაბის შესახებ სტატია 27 მილიონადე ადმაინმა წაიკითხა და ამავე საიტზე განთავსებული გამოკითხვის თანხმად, 71% (1.7 მილიონი ადამიანი) ფიქრობს, რომ კაბა ოქროსფერი და თეთრია, ხოლო გამოკითხულთა 21%–მა (700 ათასამდე ადამიანმა) დააფიქსრა, რომ კაბა ლურჯი და შავია.


ნანახია: 977 | დაამატა: nikucha | ტეგები: dress, ferebi, Colours, qalebi, kabebi, Kaba, Colors, saidumlo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]