11:17 AM
ბავშვთა დაავადებები -პოლიომიელიტი
www.auf.ge -
პოლიომიელიტი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებითა და შედეგად კიდურებისა და სხეულის კუნთების დუნე დამბლის განვითარება

- დაახლოებით 5-10%-ში ვლინდება დაავადების განვითარების სიმპტომები

- არის 3 ფორმა აბორტული (გრიპის მაგვარი მიმდინარეობით) არაპარალიზური (ასეპტიური მენინგიტი) პარალიზური (სხვადასხვა სიმწვავით და აღდგენით)

- ვრცელდება დაბინძურებული საკვებითა და ნივთებით..

- 90%ში ასიმპტომურად მიმდინარეობს. 5%-ში-ცხელებით.1%-ში ასეპტიური მენინგიტით.1%ში 2-5 დღიანი ცხელების შემდეგ ვითარდება პარალიზური პოლიომიელიტი.

- პოლიომიელიტი საეჭვოა არაიმუნიზირებულ პირებში, (განსაკუთრებით ბავშვებში) ცხელებით,თავის ტკივილით,მენინგიზმით.

- დიაგნოზი ისმება კლინიკური ანამნეზით,თავზურგტვინის სითხის გამოკვლევით,იმგ და კტ-თი.ასევე ანტისხეულების ტიტრით და ვირუსის იზოლირებით ექსკრემენტებიდან.
სინონიმები:

- მწვავე ეპიედემიური პოლიოიმელიტი (acute anterior poliomyelitis)

- ჰეინე-მედინის დაავადება - ბავშვთა მწვავე სპინალური დამბლა

- ინფანტილური პარალიზი

- პოლიო
მიზეზები:

- პოლივირუსის, რომელიც მიეკუთვნება ენტეროვირუსების გვარსა და პიკორნავირუსების ოჯახს.
ხელშემწყობი ფაქტორები:

- განვითარებად ქვეყნებში დაავადების გავრცელების მიზეზი შეიძლება იყოს ვაქცინის დეფიციტი და არასრულფასოვანი იმუნიზაცია.

- ღარიბი სოციალურ ეკონომიური სტატუსი.

- ხანდაზმული ასაკი თუ არ არის იმუნიზირებული

- ორსულობა

- ახლადჩატარებული ტონზილექტომია

- დაზიანებული B ლიმფოციტები.
ასაკი:

- 5წლამდე - 20-40წელი ძირითადად.
სქესი:

- მამრობითი>მდედრობითი
გავრცელება:
აღდგენა და ლეტალობა:

- საშუალოდ 2-6თვეში

- ვაქცინამდელ პერიოდში ლეტალობა იყო 5-7%

- ლეტალობას ძირითადად ადგილი აქვს პირველ 2კვირის განმავლობაში

- ბულბალური პოლიომიელიტის დროს სიკვდილიანობა შეიძლება იყოს 50%-ზე მეტ შემთხვევაში პოსტპოლიომიელიტური სინდრომი

- ადგილი აქვს მწვავე დაავადებიდან საშუალოდ 27წლის შემდეგ

- დაზიანებული კუნთთა ჯგუფის ფუნქციური გაუარესება

- ტიპიური ეტაპობრივი გაუარესება
კლინიკური სურათი:

მწვავე, პროგრესირება, ასიმეტრია, პროქსიმალური მოტორუოლი ნეირონების სისუსტე, თანდათანობით გაუარესება ზემო სასაუნთი გზები მოვლენებისა და ცხელების პროდრომის შემდეგ. ნაკლებად მნიშვნელოვანია ბულბარული მუსკულატურის შეზღუდვა.
სიმპტომები:

აბორტული პოლიომიელიტი-არასპეციფიური დაავადებაა, გვხვდება 4-8%-ში. კლინიკურად მსგავსია ვირუსული ინფექციებისა და გაივლის 1-2დღეში.
დამახასიათებელია:

- ყელის ტკივილი

- დაბალი ცხელება

- თავის ტკივილი

- საერთო სისუსტე

- ანორექსია

- ღებინება

- მუცლის ტკივილი

- ყაბზობა

ასეპტიურ მენინგიტი ვითარდება დაინფიცირებულ ადამიანთა 1-5%-ში და გაივლის 5-10დღეში: დამახასიათებელია: ჩამოთვლილ სიმპტომებს დამატებული

სრული ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლით.


... ... ... ... ... ... ... ... ...... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ... ...... ... ... ... ... ...



ნანახია: 948 | დაამატა: nikucha | ტეგები: bavshvta daavadebebi, პოლიომიელიტი, daavadebebi, bavshvebi.ge, samedicino, poliomieliti, medicina, bavshvebi, bavshvi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]