გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 31 » მკვლევარებმა იუკიუ მისიმას გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს მიაგნეს
11:29 AM
მკვლევარებმა იუკიუ მისიმას გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს მიაგნეს






მკვლევარებმა იუკიუ მისიმას გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს მიაგნეს. 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადის მსვლელობის პერიოდში, მწერალი სპეციალურ რეპორტიორად სამი გაზეთისათვის მუშაობდა.

იაპონელ ძალოსან იოშინობუ მიაკეს მიერ ოქროს მედლის მოპოვებასთან დაკავშირებით, მისიმა საკუთარ ბლოკნოტში წერდა: "მიაკე... ახალი ოლიმპიური რეკორდი; სანამ აწევდა, ორივე ხელს ძელს კიდებს, მაღლა იხედება. თავისთვის ბურდღუნებს. შემდეგ კიდევ ერთხელ იხედება მაღლა და ყვირის".

ჩანაწერები იუკიო მისიმას ნაშრომების სრულ კრებულში არ შესულა და მათი არსებობის შესახებ მხოლოდ მწერლის რამდენიმე ახლობელმა იცოდა.

მისიმას ბლოკნოტის ყდას აქვს წარწერა - "ოლიმპიური", შევსებულია 58 გვერდი, მათ შორის ჩანახატებითა და განმარტებებით.

მწერლის ბლოკნოტი იუკიო მისიმას მუზეუმში, იამანაკაკოში, 24 მარტიდან გამოიფინა.

NORIHIKO YONEHARA
წყარო - ajw.asahi.com



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 810 | დაამატა: nikucha | ტეგები: საოცარი ამბევი, სიახლეები, სიახლე, ambavi, ახალი ამბები, axali ambebi, saocari ambebi, siaxleebi, siakhleebi, ამბავი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...