გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 23 » თორნიკე ჭელიძე - როცა გეძინა / tornike chelidze - roca gedzina
0:54 AM
თორნიკე ჭელიძე - როცა გეძინა / tornike chelidze - roca gedzina






ოთახში იდგა სიჩუმე და ძველი კარადა,
ისმოდა უცხო მელოდიის ხმა რადიოდან,
შენ კი გეძინა ისევ, მშვიდი სიზმრით, არა და
დილის მზე, უკვე, ყირამალას გადადიოდა...
და გაგეღვიძა, როგორც ქრისტეს - ქვის აკლდამაში,
ქარმა ნისლები, ირიბული წყობით, შენისლა,
ყოველდღიური რიტუალი გაითამაშე
სახლში და ქუჩას ააყოლე, როცა, შენი სვლა,
ქალაქში თოვას გაემართა თეთრი ქორწილი,
თვალს უსწორებდი ტროტუარებს შავი ქოლგიდან,
მერე თამბაქო, ღრუბელივით, მძაფრად მოწიე
და ამინდების, უფრო მეტი, სითბო მოგინდა.
ვეღარ იტევდა ქუჩა ტანზე მავალ მანქანებს
და საყვირების შეკივლებას გრძნობდა გონება,
მდუმარე ზეცა ჰორიზონტზე გადააქანეს,
თოვლს მიიკვლევდი, ლექსებად და მეტაფორებად,
ბინისკენ, სადაც მოგელოდა, ნაცნობ აურით,
ყოველი ნივთი, უშენობით შენაციები,
ქალაქს, მოტივად, გაეჩინა აურზაური,
კედლის საათი შუაღამეს მიაცილებდა.
ოთახში იდგა სიჩუმე და ძველი კარადა,
ისმოდა უცხო მელოდიის ხმა რადიოდან,
შენ კი გეძინა ისევ, მშვიდი სიზმრით, არა და
დილის მზე, დღესაც, ყირამალას გადადიოდა.

თორნიკე ჭელიძე

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1464 | დაამატა: javakhishvilinatia | ტეგები: poezia, 27 თებერვალი, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, თორნიკე ჭელიძე, 27 tebervali, leqsi, tornike chelidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...