გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » თებერვალი » 15 » Google Maps-ის დახმარებით, თქვენი ტელეფონის ელემენტის მდგომარეობის გაზიარებას შეძლებთ / gugl mepsis dakhmarebit, tqveni telefonis elementis
10:53 AM
Google Maps-ის დახმარებით, თქვენი ტელეფონის ელემენტის მდგომარეობის გაზიარებას შეძლებთ / gugl mepsis dakhmarebit, tqveni telefonis elementis






შეყვარებულის გაცილების შემდეგ ალბათ ხშირად გიფიქრიათ, ნეტავ სახლში თუ მივიდა მშვიდობითო, თუმცა ამის გადამოწმება ხშირად რთული ხდება ხოლმე. ამის მიზეზი ისიც არის, რომ თანამედროვე სმარტფონები ძალიან მალე ჯდება და შესაძლოა, სახლში მისვლამდე საერთოდ გაითიშოს.

Android Police-მ შექმნა სპეციალური კოდი Google Maps-ისთვის, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ თქვენი ტელეფონის ელემენტის მდგომარეობა მყისიერად გაუზიაროთ მეგობარს. მაგალითად, თუ თქვენ ხართ A წერტილში, შეგიძლიათ თქვენი ელემენტის იმ წუთის მდგომარეობა გაუზაროთ მას, ვინც ელოდება როდის მიხვალთ სახლში ან რომელიმე სხვა ადგილას.

ამის შედეგად, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ზუსტად ეცოდინება, დროის რა მონაკვეთში გიჯდებოდათ ტელეფონი და შესაბამისად, თუ უეცრად გაქრებით ონლაინიდან, აღარ ინერვიულებს.

გარდა ამისა, შექმნილი კოდი მოიცავს ისეთ სერვისებსაც, როგორიცაა თქვენი დაგეგმილი მარშუტის გაზიარება, დანიშნულების ადგილას მისვლის სავარაუდო დრო და ა.შ.

აპლიკაციის განახლებული ვერსიის ჩაშვება უახლოეს მომავალში იგეგმება და მის გამოყენებას ყველა შეძლებს. ეს არის ბოლო გაჩერება, გუგლი კიდევ აპირებს სხვადასხვა ფუნქციების დამატებას მისი ერთ-ერთი მთავარი აპლიკაციისთვის.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 842 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: გუგლი, Android Police, gugli, Google Maps, teqnologiebi, ტექნოლოგიები, Google, გუგლის რუკა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...