გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ნოემბერი » 18 » ჯონ ლენონის მკვლელი 1980 წლის 8 დეკემბერს იხსენებს: ყოველ წელს უფრო და უფრო მრცხვენია / john lennon mkvleli 1980 tslis8 dekembers ikhsenebs
6:58 AM
ჯონ ლენონის მკვლელი 1980 წლის 8 დეკემბერს იხსენებს: ყოველ წელს უფრო და უფრო მრცხვენია / john lennon mkvleli 1980 tslis8 dekembers ikhsenebs






მარკ დევიდ ჩეპმენს, რომელმაც 38 წლის წინ ჯონ ლენონი მოკლა, ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე 10-ჯერ უთხრეს უარი.

"ალბათ 30 წლის წინ სირცხვილს საერთოდ არ განვიცდიდი და ახლა მას ვგრძნობ. ლენონი იმ დღეს ჩემს მიმართ ძალიან გულუხვი და თავაზიანი იყო", — წერია AP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც მან შეწყალების კომისიას მიმართა.

ჩეპმენი ამბობს, რომ 1980 წლის 8 დეკემბერს, თავის გონებაში ომი ჰქონდა, ესროლა თუ არა ჯონ ლენონისთვის:

"ღრმად შევტოპე. მახსოვს, ვფიქრობდი: "ალბომი გაქვს, ხელმოწერა გაქვს. ახლა უბრალოდ სახლში წადი", მაგრამ ვხვდებოდი, რომ შანსი არ იყო, სახლში წავსულიყავი".

ლენონის მკვლელის სიტყვებით, მას მხოლოდ ცნობადობის სიხარბემ სძლია და ბითლზის ყოფილი წევრის მიმართ არანაირ აგრესიას გრძნობდა.

ჩეპმენი დასძენს, რომ სპეციალურად ისეთი ტყვიები გამოიყენა, რომელიც ლენონს ადგილზევე მოკლავდა: "არ მინდოდა, რომ მას ეტანჯა".

2018 წლის აგვისტოში, 3-კაციანმა კომიტეტმა, რომელსაც მსჯავრდებულის თხოვნის საფუძველზე გადაწყვეტილება გამოაქვს, ჩეპმენს უარის წერილობით ახსნა მიაწოდა:

"თქვენ ფრთხილად დაგეგმეთ მსოფლიოში ცნობილი ადამიანის მკვლელობა და ამისთვის ერთადერთი მიზეზი გქონდათ — ცნობადობის მოხვეჭა.

არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის სხვისაზე უფრო ღირებული. და იმის გარდა, რომ თქვენ მოკალით ის, ვინც მილიონობით ადამიანს უყვარდა, გახდით მისი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სხვების ტკივილის მიზეზი, თქვენ გულგრილობა გამოიჩინეთ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობისა და სხვათა ტანჯვის მიმართ.

მივიჩნევთ, რომ თქვენი გათავისუფლება საზოგადოების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებასთან თანხვედრაში არ არის".

თითქმის იდენტური შინაარსის უარი მიიღო ჩეპმენმა 4 წლის წინ. 2016 წელს კი, მას უთხრეს, რომ მის მიერ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულს მისი გათავისუფლებით მნიშვნელობა შეუმცირდებოდა.

1980 წლის 8 დეკემბერს ჩეპმენი ლენონს მანჰეტენზე ჩაუსაფრდა, სადაც ბითლზის ყოფილი წევრი ცოლთან, იოკო ონოსთან, და შვილთან, შონთან, ერთად ცხოვრობდა.

როდესაც ჯონ ლენონი იოკოსთან ერთად სახლს ტოვებდა, ჩეპმენმა მას ავტოგრაფი სთხოვა და მიიღო კიდეც. ამის შემდეგ, ჩეპმენმა ღამემდე მოიცადა, სანამ წყვილი შინ დაბრუნდებოდა და ჯონ ლენონს ზურგში რევოლვერით ხუთჯერ ესროლა.

"ქრისტემ სიმშვიდე მაპოვნინა, მას მე ვუყვარვარ, მან მე მაპატია და ისე დამეხმარა, რომ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ" - განაცხადა ჩეპმენმა 2014 წელს, როდესაც მერვედ მიიღო უარი შეწყალებაზე.

ლენონის ქვრივი, იოკო ონო ჩეპმენის შეწყალების წინააღმდეგია და ყოველთვის, როდესაც ის დროზე ადრე გამოშვებას თხოულობს, შეწყალების კომისიას წერილს უგზავნის.

იოკო ონო აცხადებს, რომ ჩეპმენის გათავისუფლებით საფრთხე ექმნება მას და ჯონის შვილებს — ჯულიანსა და შონს.

ჩეპმენი, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, 2 წელიწადში კიდევ შეძლებს, შეწყალება ითხოვოს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 56 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: mkvleli, Queens, მარკ დევიდ ჩეპმენი, ჯონ ლენონი, mkvleloba, mark david chapman, BEATLES, John Lennon, მკვლელობა, danashauli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...