გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 16 » კოტე კირვალიძე - მარადიულობა, ერთი ქოხი და ზღვა სიყვარული / kote kirvalidze - maradiuloba, erti qokhi da zghva sikvaruli
4:25 AM
კოტე კირვალიძე - მარადიულობა, ერთი ქოხი და ზღვა სიყვარული / kote kirvalidze - maradiuloba, erti qokhi da zghva sikvaruli






ძალიან ძნელია დამიჯერეთ, როცა ადამიანი რაღაც ძალების დახმარებით, ერთი წამით, ან წუთით მაინც შეიგრძნობს მარადიულობის სიდიადეს, იგრძნობს ღმერთების სუნთქვას, ნახავს რომ ყველაზე ღირებული, რაც ადამიანმა შეიძლება მოიპოვოს ქვეყნად, ეს არაფერ კავშირშია ფულთან, ან მატრეიალურთან, მაგრამ იგივე, ან სხვა ძალები დასჯიან ამ ადამიანს რაღაცის გამო, ხელფეხს შეუკრავენ, დაანახებენ, რომ კი, მატერიალური არაფერს ნიშნავს, მაგრამ შენთვის აუცილებელი საჭიროებაა და მთელ ცხოვრებას, ამის შოვნაზე გადააგებო. ამაზე დიდი სასჯელს ვერავინ მოიფიქრებდა.. როცა იცი რეალურად, რომ მატერიალური ვერ მოგიტანს იმას, რაც შენ გინდა, მაგრამ იმდენად დიდ საჭიროებად გექცევა, სხვა ვეღარაფრის გაკეთებას შეძლებ, გარდა მისი შოვნისა და იმასაც, ან იშოვნი, ან ვერა. ჩვენ ყველანი მართლაც დასჯილები და დაწყევლილები ვართ. ნამდვილად თავისუფლები მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომლებიც განუდგნენ ამ ცხოვრებას და ასკეტიზმით ცხოვრებენ. ძნელია, ძალიან ძნელია ადამიანობა. მით უმეტეს მაშინ, როცა რომელიღაც ბოროტი თუ კეთილი ძალა ერთი წამით აგიყვანს მწვერვალზე, შეგახედებს მარადიულობის ლანდებს, მაგრამ შემდეგ ისევ დაგსჯის, როგორც აგიყვანა, ისე ჩამოგაგდებს იმ მწევრვალიდან და გეტყვის, " ნახე როგორ ცხოვრობენ მარადიულობაში, მაგრამ იქამდე მისასვლელად, კეთილი ინებე და ის გზა განვლე, რაც იქ მყოფებმაო!". ყველაზე ცუდი მაინც იმის შეგრძნებაა, რომ იმ მწერვალამდე მისაღწევად, ფული არაფერში გჭირდება, მაგრამ მაინც მთელ ცხოვრებას იმაზე ფიქრში ატარებ, როგორ იშოვნო ეს ოხერი. სანამ სამყაროში მატერიალიზმი იმეფებს, მანამდე დაიჩაგრებიან ადმიანები. ვერც ერთი მთავრობის, ან მმართველობის შეცვლა ვერ უშველის მათ გაჭირვებას. ერთადერთი, ახალი სამყაროს იდეა, სადაც ნაკლები მატერიალიზმი იქნება, შეამსუბუქებდა მათ მდგომარეობას. მაგრამ ეს უკვე წარსულია და მომავალში ძალიან ძნელი იქნება, წარსულის დაბრუნება. ძალიან, ძალიან მეცოდებიან ადამიანები. ისინი მთელი ცხოვრება ეძებენ და აგროვებენ პატარ პატარა სიამოვნებებს ნაგლეჯებს იმისთვის, რომ შემდეგ ამას ბედნიერება დაარქვან. ისინი მთელი ცხოვრება სულ სხვა რამეს ეძებენ და სხვა რამეს პოულობენ ხოლმე. იმდენად ეშინათ მარტოობის, ერთმანეთს ეკიდებიან და ამას ოჯახს არქმევენ. ვერც გაამტყუნებ, მარტოობა ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეპატიება, თუ კი მარდიულობის პოვნის მიზანს ემსახურება. (ზოგი რელიგიაში ეძებს მარდიულობას, ზოგი ხელოვნებაში). ძალიან, ძალიან რთულია, როცა იცი რაც გინდა და ვერ აღწევ, მაგრამ უფრო რთულია, როცა არც იცი რა გინდა. ძალიან, ძალიან რთულია, იყო ადამიანი და გაცნობიერებული გქონდეს ეს. ბევრად მარტივი იქნებოდა, ადამიანები ადამიანებსვე რომ არ ურთულებდნენ ცხოვრებას, მაგრამ ყოველთვის გაურთულებენ და ამიტომაცაა რთული. გამოსავალი ყველამ თვითონ უნდა იპოვნოს, ყველა ის ლიდერი მატყუარა იქნება, რომელიც უკეთესი სამყაროს იდეას შესთავაზებს ხალხს.(არ გამოვრიცხავ, ერთ დღესაც მეც მსგავსი მატყუარა ავღმოჩნდე). თუმცა აუცილებელია ასეთი ადამიანების არსებობა და ის ტყუილებიც აუცილებელია, რასაც ისინი იტყვიან. სიმართლე, იმდენად რთული და იმდენად მახინჯია ზოგჯერ, ადამიანებმა კიდევ კარგი, რომ ტყუილი გამოიგონეს. ბევრი ვერ გადაიტანდა სიმართლესთან შეჯახებას. ვერც გადაგვაქვსს და იმისათვის, რომ ცოტახნით მიანც ტყუილში ვიცხოვროთ, ათასნარ ნარკოტიკს თუ გასართობს ვიგონებთ. ხელოვნებაც ილუზიაა, მაგრამ იქ "თავისუფალი" მაინც ხარ. ზოგადად თავისუფლებაც ძალიან დიდი ტყუილი და ილუზიაა, როგორც ბედნიერება. (თუმცა მე ვყოფილვარ თავისუფალიც და ბედნიერიც). ხელოვანი შემდეგ თავისი ქმნილებების მონა ხდება, ასკეტი თვითონ იზღუდავს თავისუფლებას და ამაში ეძებს ხსნას. რეალური თავისუფლება, სიკვდილის მერე მაინც უნდა მოდიოდეს. წარმოუდგენელი უსამართლობაა, სიკვდილის მერეც რაღაც სასჯელები გეკისრებოდეს ადამიანს :) ) ეეხ, მართლა ძალიან ძნელია ადამიანობა, როცა არ გაქვს ერთი ქოხი, ერთი ზღვა, თამბაქო, კანაფი და სიყვარული.:) ) მე გისურვებთ, ადამიანებო, გქონოდეთ ეს ერთი ქოხი და ზღვა სიყვარული. სხვა დანარჩენი ამაოებაა. ქოხიდანაც შეიძლება გახდე მარადიული.

კოტე კირვალიძე. 2015წ. 8 ნოემბერი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1298 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: kanafi, სიყვარული, ქოხი, tambaqo, ზღვა, kote kirvalidze, თამბაქო, კანაფი, siyvaruli, კოტე კირვალიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...