გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » აპრილი » 15 » თუ ცხოველებს ესაუბრებით, თქვენ ინტელექტუალი ხართ - ახალი კვლევის შედეგი / tu ckhovelebs esaubrebit, tqven inteleqtuali khart - akhali kvleva
2:30 PM
თუ ცხოველებს ესაუბრებით, თქვენ ინტელექტუალი ხართ - ახალი კვლევის შედეგი / tu ckhovelebs esaubrebit, tqven inteleqtuali khart - akhali kvleva






ზოგიერთ ადამიანს ცხოველებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი აქვს. გარდა იმისა, რომ მზურნველობას არ აკლებენ მას, ამავდროულად შეუძლიათ, ადამიანის მსგავსად ელაპარაკონ და საინტერესო ის არის, რომ ცხოველსაც აქვს უკურეაქცია.

მაგალითად, ძაღლმა, როცა მას პატრონი ელაპარაკება შეიძლება წკმუტუნი, კუდის ქიცინი დაიწყოს, ან სხვა საპასუხო რეაქცია გამოავლინოს.

შესაძლოა თვლით, რომ ვინც ცხოველებს ესაუბრება, მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. სინამდვილეში, ის ინტელექტუალი და ძალიან ჭკვიანი ადამიანია.

ახალი კვლევის თანახმად, ადამიანი, რომელიც ცხოველებს, ფრინველებს, ასევე სხვადასხვა უსულო საგნებს ადამიანურ თვისებებს მიაწერს და მათთან ადამიანების მსგავს დამოკიდებულებას ავლენს, ის ინელექტუალი და სხვებთან შედარებით გაცილებით ჭკვიანია.

მსგავს დამოკიდებულებას ანთროპომორფიზმი ჰქვია.

„ისტორიულად ანთროპომორფიზმი მიიჩნეოდა ბავშვურობის ნიშნად, ზოგიერთი ასევე ამბობდა, რომ ეს ადამიანის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებდა, მაგრამ რეალურად უფრო მეტ გონებაგახსნილობასა და ინტელექტზე მიუთითებს“, - ამბობს პროფესორი ნიკოლას იპლი.

ადამიანის თვისებებს ზოგიერთი ცხოველების გარდა, უსულო საგნებსაც ანიჭებს. მაგალითად, ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენი კომპიუტერი ჯიუტია, ან თქვენი მანქანა ბოროტი? იპლის თქმით, ეს არ არის სახიფათო სიმპტომი და არ მიუთითებს თქვენს ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, უბრალოდ გაცილებით უფრო ჭკვიანი ხართ.

„როცა საყვარელ ცხოველს ესაუბრებით მისგანაც თავის მოძრაობით, კუდის ქიცინით, ან სხვა რაიმე ქმედებით უკრეაქცია მოდის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნიკალური უნარი გაქვთ კომუნიკაცია დაამყაროთ მათთან და არ შეიძლება ყოველივე ფსიქიკურ აშლილობად მივიჩნიოთ“, - განმარტავს პროფესორი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 817 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: inteleqtuali, shinauri cxovelebi, intelektuali, ინტელექტი, ckhovelebi, inteleqti, shinauri ckhovelebi, შინაური ცხოველები, intelekti, cxovelebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...