გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » აპრილი » 15 » თუ ცოლი ბედნიერია, ცხოვრებაც ბედნიერია - ახალი კვლევის შედეგი / tu coli bednieria, ckhovrebac bednieria - akhali kvlevis shedegi
2:54 PM
თუ ცოლი ბედნიერია, ცხოვრებაც ბედნიერია - ახალი კვლევის შედეგი / tu coli bednieria, ckhovrebac bednieria - akhali kvlevis shedegi






შესაძლოა, გსმენიათ მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ ცოლი ბედნიერია, ცხოვრებაც ბედნიერია. არ ვიცით, ეთანხმებით თუ არა მას, თუმცა ახლა აღნიშნულ მოსაზრებას შესაბამისი კვლევაც ადასტურებს.

ნიუ ჯერსიში ჩატარებული კვლევის თანახმად, როცა როცა ცოლი ბედნიერია, ქორწინება, თანაცხოვრება და ზოგადად, ცხოვრება არის ბედნიერი.

პროფესორი დებორა კერი ამბობს, რომ წარმატებულია ის ქორწინება, რომელშიც ქალი ბედნიერია.

კვლევაში ჩართული იყო 394 დაქორწინებული წყვილი. მკვლევარებმა შეისწავლეს მათი ქორწინების სიმყარე და ცხოვრებისადმი ამ წყვილების დამოკიდებულება, შეისწავლეს მათი ბედნიერების ხარისხი.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბედნიერება დამოკიდებულია მეუღლეების კეთილდღეობაზე, თუმცა განსაკუთრებით ეს ცოლის კეთიდღეობას ეხება. ქორწინების ბედნიერების მთავარი განმაპირობებელი ცოლი აღმოჩნდა.

კვლევის თანახმად, თუ ქორწინებაში მყოფი ქალი ბედნიერი არ არის, გამორიცხულია ქორწინება წარმატებული იყოს, მამაკაცი ვერ შეძლებს ეს ქორწინება ბედნიერად აქციოს, ხოლო თუ ცოლი ბედნიერია, ამ შემთხვევაში, წყვილს ყველანაირი პრობლემის დაძლევა შეუძლია.

როცა ქალი ბედნიერია, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთელი ოჯახი იყოს ბედნიერი, რომ ქმარს და გარშემომყოფებს სიხარული მიანიჭოს და ბედნიერება მოუტანოს. ასეთი ქალი უსმენს ქმარს, გვერდით უდგას, ამხნევებს რთულ სიტუაციებში, აუმჯობესებს მის ცხოვრებას, ემოციურ მხარდაჭერას უცხადებს და მისი პრობლემებისა და ბედნიერების თანაზიარი ხდება. ასეთ შემთხვევაში წყვილს სექსიც უკეთესი აქვს.

კვლევის მიხედვით, ბედნიერი ცოლი ქმრის ბედნიერებასაც განაპირობებს. მას შეუძლია ქმარს ყველაზე რთული მომენტები მარტივად გადაატანინოს და მისი ცხოვრება პოზიტივით აავსოს.

ცოლისგან განსხვავებით, როცა ქმარი ბედნიერია და ცოლი არა, ის ვერ უზრუნველყოფს მთელი ოჯახის ბედნიერებას. როცა ქმარი ბედნიერია, ცოლი კი არა მამაკაცი სიტუაციის გამოსწორებას კი არ ცდილობს, ის სხვაგან იწყებს ბედნიერების ძებნას და ურთიერთობაში პრობლემები კიდევ უფრო ღრმავდება.

ქალი ბევრს საუბრობს და ყველაფერს აკეთებს ურთიერთობისთვის, გამოხატავს ემოციებსა და გრძნობებს, მამაკაცებს კი მსგავსი ქმედებები, როგორც წესი, არ სჩვევიათ.

სწორედ კომუნიკაციის გამორჩეული უნარის წყალობით შეუძლია ქალს მოახერხოს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ქმარს, გაიგოს მისი წუხილის მიზეზი და დაეხმაროს პრობლემების მოგვარებაში.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 784 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კარიერა, ქალი, urtiertoba, qali, Kariera, qalebi, ურთიერთობა, რჩევები, rchevebi, ქალები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...