გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » თებერვალი » 8 » რუსთავის საჯარო სკოლაში ათამდე მოსწავლეს მოწამვლის სიმპტომები აღენიშნება / rustavis sajaro skolebshi atamde mostsavles motsamvlis simptomebi
7:36 PM
რუსთავის საჯარო სკოლაში ათამდე მოსწავლეს მოწამვლის სიმპტომები აღენიშნება / rustavis sajaro skolebshi atamde mostsavles motsamvlis simptomebi






რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში ათამდე მოსწავლე შეუძლოდ გახდა. ამ დრომდე უცნობია ზუსტი დიაგნოზი, თუმცა მათ მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებათ.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, რუსთავის მე-16 საჯარო სკოლიდან ორჯერ მიმართეს:

"პირველი გამოძახება დილას 09:56 საათზე დაფიქსირდა შემთხვევის ადგილზე მისულ ეკიპაჟს 12-13 წლის ასაკის 4 პაციენტი დახვდა, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევა, ღებინება და მუცლის არეში ტკივილი, თუმცა პაციენტების მშობლებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს."

მათი ინფორმაციით, მეორე გამოძახება დაფიქსირდა 11:53 საათზე, ადგილზე გასულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს 10 პაციენტი დახვდა იმავე სიმპტომებით. თუმცა, ჰოსპიტალიზაციაზე მათაც უარი განაცხადეს.

სკოლაში მოწამლის მიზეზად სასმელ წყალს ვარაუდობენ. თუმცა, რუსთავის წყლის დირექტორის თემურ ჯანელიძის განცხადებით, ამ არეალიდან წყლით მოწამვლის სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სკოლაში სასმელ წყალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. რუსთავის წყლის ინფორმაციით, ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მოწამვლის მიზეზი წყალი არ არის:

"ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სინჯი აიღეს როგორც შიდა ასევე, ცენტრალური ქსელიდან და ანალიზის პასუხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს.“ - განაცხადა კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თემურ ჯანელიძემ.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 88 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: rustavis skola, სკოლა, საკვები, me16 skola, rustavis skolebi, მე-16 სკოლა, მოწამვლა, რუსთავის სკოლები, sakvebi, mowamvla | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...