გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ნოემბერი » 4 » ნიკა ძამიაშვილი - მე ვარ მსხვერპლი / nika dzamiashvili - me var mskhverpli
5:22 PM
ნიკა ძამიაშვილი - მე ვარ მსხვერპლი / nika dzamiashvili - me var mskhverpli






მე ვარ მსხვერპლი.
მე არ მინდოდა განათლება, მითუმეტეს ტექნიკური.
მე არ მინდოდა განშორება, მითუმეტეს ვინც მიყვარს, მასთან.
მე არ მინდოდა ჭაღარა თმაში,
მე არ მინდოდა დიდი ლოდინი — ასეთი მცირე ხელფასის,
მე არ მინდოდა ვალები და მასზე ნერვიულობა.
მე არ მინდოდა ხის მოჭრა,
თუნდაც ძვალ-ტყავში წყალდამშრალი ბებრის,
— ღუმელში დასაწვავად.
მე არ მინდოდა შენს სახეზე ცრემლი, შენვე მოგეწმინდა.
მე არ მინდოდა საერთოდ რომ გაგჩენოდა ცრემლი.
მე არ მინდოდა საკუთარი ცხოვრება გამეუპატიურებინა.
მე არ მინდოდა მეწერა ლექსები, მაგრამ ერთადერთს ვხვდები,
რომ ახლა მჭირდება, როგორც ჰაერი, წყალი და ნატეხი პური.
მე არ მინდოდა, ბევრი რამ, რაც ჩემს ნაცვლად გადაწყდა,
მაგალითად, რომ დავიბადე,
ჩემთვის ვინმეს მაინც უკითხავს — მინდოდა?..

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1219 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: cxovreba, ckhovreba, ნიკა ძამიაშვილი, nodar revazishvili, lasha margiani, nika cherqezishvili, irakli beria, ცხოვრება, 27 tebervali, nika dzamiashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...