გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 26 » ოდრი ჰეპბერნი / Odrey Hepburn
10:21 AM
ოდრი ჰეპბერნი / Odrey Hepburn






დახვეწილი სტილი, უკვდავი იმიჯი, ინდივიდუალიზმი, ელეგანტურობა, ანუ ოდრი ჰეპბერნი -მსოფლიო კინემატოგრაფის ლეგენდა. ქალი, რომელმაც შექმნა ეპოქა და დაამკვიდრა მისი სტილი მსოფლიოში, რომელიც დღემდე აქტუალურია.

ჩვილი ოდრი დედასთან, ბარონესა ელა ვან ჰეესტრასთან ერთად

თავის დროზე მან შეცვალა მანამდე დამკვიდრებული შეხედულება სილამაზეზე. პირველი გამოჩენისთანავე დაიპყრო მაყურებელთა გულები მისმა განსხვავებულმა და საოცრად მომხიბვლელმა გარეგნობამ, პრინცესას დახვეწილმა იმიჯმა, რომელიც არც მისთვის შექმნილა და არც მას შეუქმნია_ის რეალურად იყო პრინცესაც და მშვენიერი ლედიც ყოველთვის და ყველასათვის. მასში მართლაც ჩქეფდა ცისფერი სისხლი, დედამისი ჰოლანდიელი ბარონესა იყო, მამა_ინგლისელი ბანკირი, დაიბადა ბელგიაში 1929წლის 4მაისს. ოდრი დაბადებიდანვე იყო ნამდვილი კოსმოპოლიტი.

ოდრის მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მამამ ოჯახი მიატოვა, როცა ოდრი ძალიან პატარა იყო. შემდეგ ომი, გაჭირვება და მძიმე ავადმყოფობა, რომელსაც სასწაულით გადაურჩა.

ოდრი ბავშვობაში

ოდრი გატაცებული იყო ცეკვით, დადიოდა საბალეტო სკოლაში და პრიმა ბალერინობაზე ოცნებობდა, თუმცა ეს ოცნება განუხორციელებელი დარჩა, მაგრამ სწორედ ამ წლებმა განაპირობა ის, რომ სიცოხლის ბოლომდე არაჩვეულებრივი სხეული ჰქონდა, გრაციოზული მოძრაობა და როგორც ამბობენ, მისი წონა არასოდეს აღემატებოდა 45 კილოგრამს, სიმაღლის მიუხედავად.

იგი ყოველთვის ითვალისწინებდა დედის რჩევებს და მეგობრობდა მასთან.

ოდრი დედობაზე ოცნებობდა, ამის გამო მან ცოლობაზე უარი უთხრა მსახიობ უილიამ ჰოლდენს, მიუხედავად იმისა, რომ უყვარდა, რადგან ის უშვილო იყო.

ოდრი ჰეპბერნი და უილიამ ჰოლდენი ფილმში Sabrina

…წლების შემდეგ, ოდრი და უილიამი გადაღებებზე Paris, when it sizzles

ოდრის ორი შვილი ჰყავდა მისი პირველი მეუღლის, მელ ფერერისაგან.

ოდრი ჰეპბერნი და მელ ფერერი

კიდევ ბევრი შემიძლია დავწერო მის ბიოგრაფიაზე, ფილმოგრაფიაზე, ჯილდოებზე და ქველმოქმედებაზე, რომელსაც იგი 1993 წლამდე, გარდაცვალებამდე ეწეოდა, თუმცა მისი ფონდი დღემდე არსებობს. მაგრამ ეს ყველაფერი სხვაგანაც წერია და ახალს ვერაფერს ვიტყვი.

ნანატრი როლი: დედობა. ოდრი ქმართან და პირველ შვილთან ერთად

ხშირად შევდივარ ინტერნეტში და ვათვალიერებ მის სურათებს, მაქვს ბევრი მისი ფილმი, რომელთა ყურება ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებს, ჰოდა გადავწყვიტე ერთ-ერთი ყველაზე ქალური ჟურნალის მკითხველებს ქალურობის ეტალონი გაგაცნოთ, უფრო სწორად შეგახსენოთ, რადგან არ მგონია მას ვინმე არ იცნობდეს.
პრინცესა ანა (ოდრი) "რომაული არდადეგები"

პრინცესა ანა (ოდრი) “რომაული არდადეგები”

რომაულ არდადეგებში მონაწილეობისათვის უცნობ მსახიობს ეძებდნენ, რათა ბიუჯეტი დაეზოგათ. ამ როლმა გააცნო მსოფლიოს ოდრი და მოუტანა მას ოსკარი 1954წელს.

ამის შემდეგ ოდრი კიდევ 4 როლისათვის იყო ოსკარზე ნომინირებული:

1955_”საბრინა”

1960_”მონაზვნის ისტორია”

1962_”საუზმე ტიფანისთან”

1968_”მოიცადე, სანამ შებინდდება”

ფილმებში ის ხშირად თვითონ მღეროდა:

საბრინა
საუზმე ტიფანისთან

და რაღა თქმა უნდა ცეკვავდა:

Funny face
Funny face with Fred Astaire

ოდრი ჰეპბერნმა ბოლო კინოროლი 1989 წელს ითამაშა, სტივენ სპილბერგის ფილმში “Always”. და ბოლოს, გთავაზობთ ყველაზე ვარდისფერ ვიდეორგოლს, ფილმიდან “Funny face” Think Pink



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1276 | დაამატა: nikucha | ტეგები: ჰოლივუდი, ჰეპბერნი, pdni hepberni, Odrey Hepburn, ოსკარი, odri hepbern, კინო, ოდრი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...