გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » თებერვალი » 7 » „საოპერაციოში შეყვანამდე გვკითხა, ჩემი ბიჭი როგორ არისო“ / „saoperacioshi shekvanamde gvkitkha, chemi bichi rogor ariso“
4:20 PM
„საოპერაციოში შეყვანამდე გვკითხა, ჩემი ბიჭი როგორ არისო“ / „saoperacioshi shekvanamde gvkitkha, chemi bichi rogor ariso“






დოდო გუგეშაშვილის მეგობარი, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია აცხადებს, რომ მას საუბარი ჰქონდა გუგეშაშვილთან შემთხვევამდე ნახევარი საათით ადრე, თოფურიას თქმით, მას არაფერი ეტყობოდა, რომ ის ან აღელვებული იყო, ან რაღაცას ელოდებოდა.

„ტრაგედიამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე გვქონდა საუბარი, თემა ეხებოდა დაღუპულის შვილებისთვის ღონისძიების მოწყობას. არაფერი ეტყობოდა, რომ ის ან აღელვებული იყო, ან რაღაცას ელოდებოდა. სანამ ქალბატონ დოდოს საოპერაციოში შეიყვანდნენ დალაპარაკება მოვასწარით, გონზე იყო, ადეკვატური იყო, საუბარი შეეძლო და გვკითხა ჩემი ბიჭი როგორ არისო, ამის შემდეგ ჩვენ საუბარი ვეღარ შევძელით“,-განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი ადგილზე გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილი კი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 889 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: დოდო გუგეშაშვილი, bavshvi, ბავშვი, Bichi, ბიჭი, OPERACIA, საოპერაცია, saoperacio, მალხაზ თოფურია, ოპერაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...