გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ივნისი » 13 » 18 წლის შემდეგ გოგონა თავის გადამრჩენელ ჯარისკაცს შეხვდა
8:03 PM
18 წლის შემდეგ გოგონა თავის გადამრჩენელ ჯარისკაცს შეხვდა






ლავა ბარვარს არ ჰქონდა ჩვეულებრივი სკოლის დამამთავრებელი საღამო. მან თავისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან დღეს, წვეულებაზე ის ჯარისკაცი მიიწვია, რომელმაც 18 წლის წინ ერაყში გადაარჩინა, როდესაც ჯერ კიდევ ჩვილი იყო.

20-ე საუკუნის 90-იან წლებში, ბარვარის დედა ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის მიერ მოსაკლავი ადამიანების სიაში იყო შეყვანილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეთნიკური უმცირესობის - კურდების (ერაყში მცხოვრები ისლამის მიმდევარი ხალხი) წარმომადგენელი იყო.

როდესაც გოგონას დედა ავაზ ბარვარი ქვეყნიდან გაცევას ცდილობდა, საზღვარზე ოფიცრებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ მას შვილის ქვეყნიდან წაყვანის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის არ იყო ჰუსეინის მსხვერპლთა სიაში.

დედა შვილის ერაყში დატოვებას არ აპირებდა, თუმცა ოფიცრები მას არ აძლევდნენ შვილთან ერთად გამგზავრების ნებას.

ამ დროს, სიტუაცია საზღვარზე მყოფი ამერიკელი ჯარისკაცის გრეგ პეპინის ყურადღების არეალში მოხვდა, ის დედასთან მივიდა და ჰკითხა: "რა ჰქვია თქვენს გოგონას?"

შემდეგ კი უპასუხა: "ლავა ძალიან ლამაზი სახელია, თუმცა დღეს მისი სახელი და გვარი გრეგ პეპინი იქნება, რაც დაადასტურებს, რომ ის ჩემი შვილია. ამის შემდეგ თქვენს გოგონას თვითმფრინავში ჩაჯდომის უფლება მისცემენ."

ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, დედა-შვილს ამერიკის შტატ ჯორჯიაში თავშესაფარი მისცეს.

18 წლის შემდეგ, პენსიაზე გასულმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ელექტრონული წერილი მიიღო, სადაც მის მიერ გადარჩენილი და უკვე გაზრდილი გოგონა მადლობას უხდიდა, რომ მისი სიცოცხლე იხსნა და თავის გამოსაღვებ საღამოზე იწვევდა.

18 წლის შემდეგ, გრეგი პირველად შეხვდა ლავა ბარვერს:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის ისტორია ასე დადებითად განვითარდა და ისინი ამერიკაში წარმატებულ და ბედნიერ ოჯახს წარმოადგენენ. დღე, როდესაც ლავას წერილი მივიღე, ერთ-ერთი დღეა, რის გამოც ღირდა ჩემი სიცოცხლე" - უთხრა 70 წლის ამერიკელმა ჯარისკაცმა Gwinnett Daily Post-ის ჟურნალისტს.





გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 958 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კურდები, საზოგადოება, ერაყი, მსოფლიო, კეთილი ჯარისკაცი, გულისხმიერი ჯარისკაცი, გმირები, ბავშვები, ამერიკელი სამხედრო ერაყში, ამერიკა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...