გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 3 » პირველი ბრიტანელი ასტრონავტი ღია კოსმოსში გავიდა
8:31 PM
პირველი ბრიტანელი ასტრონავტი ღია კოსმოსში გავიდა






ბრიტანელმა ასტრონავტმა ტიმ პიკმა ღია კოსმოსში გასვლის ისტორიული მომენტი ფოტო-სელფითი აღნიშნა და თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა.

"დღევანდელი დღე ჩემს მოგონებებში სამუდამოდ ჩაიბეჭდება" დაწერა მან.

ღია კოსმოსში 4 საათიანი მუშაობის შემდეგ მან კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა, "ვასრულებთ დღევანდელ გასვლას, უღრმესი მადლობა გუნდს, რომელიც დედამიწიდან გვეხმარებოდა მუშაობასა და უსაფრთხოების დაცვაში."

ეს მოვლენა ისტორიული არამარტო ტიმისთვის, არამედ მისი სამშობლოსთვისაც არის, რადგან ის პირველი ბრიტანელი ასტრონავტია, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა.

პიკი თავის პარტნიორ ასტრონავტ ტიმ კოპრასთან ერთად 4 საათისა და 43 წუთის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სხვადასხვა ნაწილის შეკეთებაზე. სამუშაო დროზე ადრე შეწყდა, რადგან კოპრას სკაფანდრში წყალი აღმოჩნდა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 813 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საერთაშორისო კოსმოსური სადგური, მეცნიერება, ghia kosmosi, მსოფლიო, astronavti, ბრიტანელი ასტრონავტი, tim piki, ღია კოსმოსი, ტიმ პიკი, კოსმოსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...