4:34 AM წლის აღმოჩენა - თურქეთში უძველეს მიწისქვეშა ქალაქს მიაკვლიეს | ||||||||||||
ქალაქის შესახებ საკმაოდ დიდხანს არ ხმაურდებოდა ცნობები, თუმცა 2014 წლის ბოლოს ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა მაინც დაწერა სტატია იმის შესახებ რომ თურქეთში უძველესი ქალაქი იქნა აღმოჩენილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი არქეოლოგებს უკვე მოესწროთ შეესწავლათ ქალაქში არსებული გვირაბები, რომელთა საერთო სიგრძე 7 კილომეტრს უტოლდება. დღემდე უცნობია ქალაქის მთლიანი ფართობი, გეოფიზიკოსთა წინასწარი შეფასებით ქალაქის მოცულობა დაახლოებით 5 მილიონი კვადრატული კილომეტრია და ის მიწის ქვეშ 113 კილომეტრზე მდებარეობს. უკანასკნელად თურქეთი დიდი ზომის მიწისქვეშა ქალაქის აღმოჩენით 1963 წელს მოექცა ყურადღების ცენტრში. მაშინ ქალაქ დერინკუიუს მიაკვლიეს, რომლის სავარაუდო მოსახლეობაც დაახლოებით 20 ათას ადამიანს შეადგენდა. არქეოლოგთა თქმით კი, ახლახანს ნაპოვნი ქალაქი დერინკუიუს 30%-ით აღემატება. ნაპოვნი არტეფაქტების მიხედვით ქალაქი 5 ათასი წლის მაინც უნდა იყოს და სავარაუდოდ ის ოდესღაც წარმოადგენდა საიმედო თავშესაფარს მტრისაგან თავის დასაცავად. მეცნიერები აცხადებენ, რომ მას აქვს საინტერესო და განვითარებული ინფრასტრუქტურა, რომელიც თავის თავში მოიაზრებდა მრავალრიცხოვან საჰაერო შახტებს, წყლის კორიდორებს, საწარმოებს, სადაც მზადდებოდა ზეთი და ღვინო და ასევე სალოცავ ადგილებს. მოქმედი მერის განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ მიწისქვეშა ქალაქი მალე ტურისტებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი, მასში ნაპოვნმა უძველესმა სალოცავებმა კი ახლიდან დაიწყონ ფუნცქიონირება. მიმაგრება: სურათი 1
|
|