გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » იანვარი » 26 » იწვევს თუ არა შოკოლადი დამოკიდებულებას? / itsvevs tu ara shokoladi damokidebulebas?
5:33 PM
იწვევს თუ არა შოკოლადი დამოკიდებულებას? / itsvevs tu ara shokoladi damokidebulebas?






თუ თქვენ იმ მილიონობით ადამიანთა რიგს მიეკუთვნებით, ვინც შოკოლადის დანახვისას გულგრილი ვერ რჩება, არ ინერვიულოთ, ამის გამო ვერავინ გაგამტყუნებთ.

შოკოლადთან დაკავშირებით, სანერვიულო სულ სხვა რამ არის. ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ დიდი რაოდენობით შოკოლადის მოხმარება წონის მატებას და ამასთან ერთად, დამოკიდებულებასაც იწვევს.

შოკოლადთან მიმართებით სამე რთულადაა. უნდა ითქვას, რომ მისი მოთხოვნილება ორგანიზმს ხშირად უჩნდება. ამის მიზეზი კი მარტივია: ტკბილეულისა და მაღალ კალორიული საკვების მიღება ჩვენს განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ტკბილი და ცხიმიანი საკვები სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს, რომელიც განწყობის ამაღლებასა და დეპრესიის დამარცხებაში გვეხმარება.

კვლევები აჩვენებს, რომ ვინაიდან ამ ტიპის საკვები ადამიანის ტვინის სიამოვნების ცენტრს აღაგზნებს, ადამიანები შესაძლოა ტკბილ და ცხიმიან საკვებზე დამოკიდებულები გახდნენ. ხშირად ისეც ხდება, რომ შოკოჰოლიკებს ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების მსგავსი გამოვლინებებიც აქვთ. მაგ: ცუდი მადა, ე.წ "ლომკა", აღელვება და ცუდი ხასიათი.

თქვენ შეიძლება თვლიდეთ, რომ დამოკიდებული ხართ შოკოლადზე და ამას ხმამაღლა ამბობდეთ, მაგრამ მოდით გადავხედოთ რას ამბობენ მეცნიერები. საინტერესოა თავად სიტყვა დამოკიდებულების განსაზღვრება. როგორ ხასიათდება ის?

დამოკიდებულების დასადგენად საჭიროა ამ ფუნდამენტური სიმპტომების გამოვლენა:

დაუოკებელი მოთხვონილება;
ამ მოთოვნილებაზე დანებება და საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა;
მიუხედავად ნეგატიური შედეგებისა, ამა თუ იმ პროდუქტის განუწყვეტლივ მოხმარება;
ასე განმარტავენ მეცნიერები ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, თუმცა, მათი თქმით, ამგვარი გამოვლინებები საჭმლის მიმართაც ხდება ხოლმე. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ შოკოლადის მოხმარებისას შოკოჰოლიკების ტვინში ისეთივე პროცესები ვითარდება, როგორიც ნაკრკომანის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარებისას.

ზოგიერთი ვერსიით, შოკოლადის შემადგენლობაში პენილეთილამინის არსებობა ამტკიცებს, რომ ტკბილეული მართლაც იწვევს დამოკიდებულებას. ეს კარგ არგუმენტად არ გამოდგება, რადგან არსებობს უამრავი პროდუქტი, რომელშიც პენილეთილამინის უფრო მაღალი კონცენტრაცია ვლინდება. მაგ: ყველი, ავოკადო და ა.შ. ამის მიუხედავად, ეჭვი მაქვს არც ერთი თქვენგანი არ გაირბენს დილის სამ საათზე ასობით მეტრს მაღაზიამდე, რომ ავოკადო შეიძინოს.

1994 წელს ჩატარდა კვლევა, რომელსაც ძალიან საინტერესო შედეგი მოჰყვა. კვლევის ობიექტებს მკვლევრებმა სპეციალური პაკეტების შეკვრა მისცეს. ზოგიერთ პაკეტში მოთავსებული იყო ჩვეულებრივი, ზოგიერთში კი თეთრი შოკოლადი (რომელიც შოკოლადის აქტიურ ელემენტებს არ შეიცავს). ამას გარდა, არსებობდა მესამე ალტერნატივაც - კაკაოთი გავსებული უგემოვნო კაფსულები. ექსპერიმენტის მონაწილეებს სამიდან ერთ-ერთი უნდა აერჩიათ და ეჭამათ მხოლოდ მაშინ, როდესაც შოკოლადის მოთხოვნილება გაუჩნდებოდათ. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ თუ შოკოლადი მართლაც იწვევს დამოკიდებულებას, ექსპერიმენტის მონაწილეების მოთხოვნილება კაკაოს კაფსულებს უნდა დაეკმაყოფილებინათ. მათი აზრით, სწორედ მას აირჩევდნენ ყველაზე ხშირად. ეს ასე არ მოხდა. ექსპერიმენტის მონაწილეებმა თეთრი შოკოლადი აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ჩვეულებრივი შოკოლადის არც ერთ ძირითად ინგრედიენტს არ შეიცავდა.

ალბათ დაიბენით, თუმცა საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ შოკოლადის მოთხოვნილება გამოწვეულია იმით, რომ ის ძალიან, ძალიან გემრიელია. სინამდვილეში დამოკიდებულება და მიჩვევა არაფერ შუაშია, ყოველშემთხვევაში, ამას მეცნიერები ვერ და არ ადასტურებენ.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 67 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: შოკოლადი, მედიცინა, janmrteloba, კვლევა, ჯანმრთელობა, მეცნიერება, დამოკიდებულება, მეცნიერები, shokoladi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...