გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აგვისტო » 7 » ნიუ-იორკში ქართველი ხელოვანის თამუნა სირბილაძის სოლო გამოფენა მოეწყო
1:37 PM
ნიუ-იორკში ქართველი ხელოვანის თამუნა სირბილაძის სოლო გამოფენა მოეწყო






"ამერიკაში პირველად, Half Gallery ქართველი ხელოვანის თამუნა სირბილაძის პირველ სოლო გამოფენას, სახელწოდებით "Take it easy", უმასპინძლებს" - წერს Forbes.

გამოფენა 5 აგვისტოს გაიმართა. ვიზუალური არტისტის ნამუშევრები გალერეის 2 სართულზე იყო გამოფენილი.

"გალერეაში გამორჩეულად ლამაზი შოუ იყო. მხატვრის ესთეტიურობა მას უნიკალურს ხდის. თამუნას შემოქმედება უკიდურესად გამომხატველია თავისი დიდებული ფერებით და ფორმებით, რომლებიც აბსტრაქტულ შაბლონებს წარმოგვიდგენენ" - წერს ფორბსი.

თამუნა საქართველოში დაიბადა, ახლა ვენაში ცხოვრობს. მან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მხატვარი უნდა ყოფილიყო. "მამაჩემი მხატვარი იყო, მეც 13 წლის ვიყავი როცა ნამუშევრების შექმნა დავიწყე და მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისთვისაც ჩემი ცხოვრების მიძღვნა მსურდა". თამუნა სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და მოგვიანებით ვენას სასწავლებელში განაგრძო განათლების მიღება. მისი საყვარელი მხატვრები რემბრანდტი და გოია არიან.

ხელოვანი ხშირად სტუმრობს ნიუ-იორკს, თუმცა ეს ამერიკაში მისი პირველი გამოფენაა.

"მიყვარს ნიუ-იორკი, აქაურობა სახლივით მყუდროა, მაშინ როცა ჩემი ნამუშევრები სრულიად არაა მშობლიური. ქალაქმა და ჩემმა ხელოვნებამ ერთად მშვენიერი კონტრასტი შექმნა" - ამბობს თამუნა Forbes-ის ჟურნალისტთან.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 1016 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: გალერეა, საზოგადოება, მსოფლიო, ნიუ-იორკი, მხატვრობა, თამუნა სირბილაძე, გმირები, მხატვარი, არტი, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...