გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აპრილი » 30 » ევროპის საგანგებო სამსახურის ასოციაციამ "განსაკუთრებული მოქალაქის" ჯილდო 8 წლის ქართველ ბიჭს გადასცა
8:21 AM
ევროპის საგანგებო სამსახურის ასოციაციამ "განსაკუთრებული მოქალაქის" ჯილდო 8 წლის ქართველ ბიჭს გადასცა






საქართველომ ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ნომინაციაში ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია აჯილდოვებს პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში, იმით რომ დარეკეს 112-ზე საგანგებო სამსახურების გამოსაძახებლად. "განსაკუთრებული მოქალაქე" წელს 8 წლის ლექსო ბოჟაძე გახდა, რომელმაც საკუთარი დედის სიცოცხლე გადაარჩინა მხოლოდ იმით, რომ მან იცოდა, სად უნდა დაერეკა და როგორ მოქცეულიყო გადაუდებელი შემთხვევის დროს.

ნომინანტების შერჩევის პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ყველა წევრი ქვეყნის მიერ იგზავნება სხვადასხვა კატეგორიაში შესაბამისი ისტორიები, რომელსაც აფასებს ჟიური. ნომინანტების ფინალური შერჩევა კი ხდება ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის წევრი ქვეყნების მიერ, პირდაპირი ხმის მიცემის წესით.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გამარჯვებულად შერჩევის პირველივე ეტაპზე, ყოველგვარი ხმის მიცემის პროცედურის გარეშე დასახელდა.

112-ის დანიშნულების და მისი გამოყენების შესახებ ბავშვების ინფორმირება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იცოდნენ ნომერი 1-1-რისთვის, როგორ და რა შემთხვევაში გამოიყენონ. პატარა ლექსოს ინფორმირებულობამ, თუ როგორ მოქცეულიყო გადაუდებელ შემთხვევაში, მისი დედის სოცოცხლე იხსნა“,- აღნიშნა 112-ის დირექტორის მოადგილე, თეა გზირიშვილმა.

ქართულ 112-ს ჯილდო 5 სხვა ქვეყანასთან ერთად გადაეცა:

„საუკეთესო ზარის მიმღები“ - ლიტვა;
„განსაკუთრებული მოქალაქე“ - 8 წლის ლექსო საქართველოდან;
„საუკეთესო გადაუდებელი დახმარების ქოლ-ცენტრი“ - იტალია და რუმინეთი;
„საუკეთესო სამაშველო ოპერაცია“ - შვედეთი;
„საუკეთესო ინოვაცია“ - დიდი ბრიტანეთი .

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია 80-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე გადაუდებელი დახმარების სფეროს წარმომადგენელს, 15 საერთაშორისო ორგანიზაციას, ევროპარლამენტის 150-ზე მეტ წევრსა და 70 მკვლევარს აერთიანებს. საქართველო კი ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერიდანაა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 984 | დაამატა: nikucha | ტეგები: 112, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია, გმირები, საზოგადოება, მსოფლიო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მ, საქართველო, განსაკუთრებული მოქალაქე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...