გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ოქტომბერი » 27 » ექიმი: სარალიძის და დაშავებული პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია, ორივე სტაციონარში რჩება / zaza saralidzisa da dashavebuli policielis mdgo
2:39 PM
ექიმი: სარალიძის და დაშავებული პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია, ორივე სტაციონარში რჩება / zaza saralidzisa da dashavebuli policielis mdgo






ზაზა სარალიძის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ის სტაციონარში რჩება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სტაციონარში რჩება ის პოლიციელი, რომელსაც სარალიძე თავს დაესხა. კლინიკაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავს ტვინის შერყევა აქვს, მაგრამ მისი მდგომარებაც სტაბილურია.

რატომ დააკავეს ზაზა სარალიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით26 ოქტომბერს ზაზა სარალიძე და მასთან ერთად კიდევ ორი პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სარალიძემ სამართალდამცავების მიმართ აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც მას პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მას ეს უფლება შეუზღუდეს. სარალიძე თბილისის პარლამენტის შენობასთან უკვე 46 დღეა აქციას მართავს და შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვს.

მოგვიანებით შვილმოკლული მამა პოლიციის შენობაში შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის საავადმყოფოში რჩება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 670 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ზაზა სარალიძე, Tbilisi, batumi, aqcia mamebi simartlistvis, აქცია #მამებისიმართლისთვის, saprotesto aqcia, zaza saralidze, machalikashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...