გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აპრილი » 29 » დასაქმების პირველი ქართული ონლაინ-პლატფორმა შეიქმნა
7:11 AM
დასაქმების პირველი ქართული ონლაინ-პლატფორმა შეიქმნა






საქართველოში პირველად დასაქმების ონლაინ-პლატფორმა ido.ge შეიქმნა. მისი მიზანია, საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყოს მომხმარებლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაში, ხოლო დამსაქმებელს ხელმისაწვდომი ადამიანური რესურსების მოძებნაში, ინტერნეტის საშუალებით.

მუშაობა შესაძლებელია დისტანციურად. განცხადების ავტორსა და დამკვეთს შორის ავტომატურად ფორმდება ელექტრონული ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს საქმიან ურთიერთობებს. ყველა ფინანსური ოპერაცია სრულდება დაცული ელექტრონული სისტემის საშუალებით. დამკვეთის მიერ გადახდილი თანხა იბლოკება და საიმედოდ ინახება მანამ, სანამ დამკვეთი არ ჩაიბარებს შესრულებულ სამუშაოს. სამუშაოს არასრულყოფილად ან უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში კი დამკვეთს შეუძლია სრულად დაიბრუნოს გადახდილი თანხა.

დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ შეუკვეთონ ან გააკეთონ განცხადება იმ სერვისის შესრულების თაობაზე რომელიც თავად სურთ. პლატფორმა მორგებულია ნებისმიერ გრაფიკზე და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს არამხოლოდ დასასაქმებელი ადამიანებისათვის, არამედ დამსაქმებლებისთვისაც, რომელთაც დროის დაზოგვა სურთ.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 925 | დაამატა: nikucha | ტეგები: ido.ge, საზოგადოება, sazogadoeba, saqartvelo, ბიზნესი, dasaqmebis saiti, dasaqmeba, საქართველო, დასაქმების საიტები, ონლაინ-დასაქმება | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...