გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აგვისტო » 7 » ახალი წამალი, რომელიც საკვერცხის კიბოს სრული განკურნების შანსს მკვეთრად ზრდის
1:34 PM
ახალი წამალი, რომელიც საკვერცხის კიბოს სრული განკურნების შანსს მკვეთრად ზრდის






მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს აღმოაჩინეს მიზეზი, თუ რატომ არის ხშირი საკვერცხის სიმსივნის რეციდივი მას შემდეგ, რაც პაციენტები ქიმიოთერაპიას ჩაიტარებენ. მათ ასევე იპოვეს საშუალება, თუ როგორ შეამცირონ დაავადების განმეორების პროცენტული მაჩვენებული.

„კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს-ანჯელესში“ ატარებდა ხუთ წლიან კვლევას, რომლის შედეგებმა ცხადყო, რომ ქიმიოთერაპიასთან ერთად ექსპერიმენტული წამლის Birinapant-ის მიღება საგრძნობლად აუმჯობესებს გადარჩენის შანსს.

პრობლემის არსი საკვერცხის კიბოს დიაგნოზის დასმის მეთოდშია. ერთ-ერთი, რასაც ექიმები ყურადღებას აქცევენ, არის ცილა CA125. ქიმიოთერაპიის სამიზნე უჯრედები შეიცავენ სწორედ ამ ცილას. სწორედ ეს არის მექანიზმი, რის მიხედვითაც კიბო მარცხდება.

„კალიფორნიის უნივერსიტეტის“ მკვლევრებმა კი იპოვნეს სხვა სახის უჯრედები, რომლებიც არ შეიცავენ ცილა CA125 და იზრდებიან 700-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ქიმიოთერაპიის სამიზნე უჯრედები. სწორედ ამ უჯრედების არსებობა განაპირობებს კიბოს რეციდივს 80%-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც მხოლოდ ქიმიოთერაპიით მკურნალობდნენ.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს უჯრედები ორგანიზმში არსებული მოგვიანებითი საფრთხეა, რადგანაც მათ ქიმიოთერაპია ვერ უმკლავდება და სიმსივნის ზრდას იწვევენ.“- ამბობს კვლევის ავტორი Dr. Sanaz Memarzadeh.

ახალი წამალი Birinapant-ის სამიზნე ის სიმსივნური უჯრედებია, რომლებიც ცილა CA125-ს არ შეიცავენ და შესაბამისად ქიმიოთერაპია ვერაფერს აკლებს. ასე რომ, ქიმიოთერაპიითა და Birinapan-ით კომბინირებული მკურნალობა კიბოს ორ ფრონტზე უტევს.

მალე კლინიკური ცდები პაციენტებზე დაიწყება. თუმცა საკვერცხის კიბოთი დაავადებული ყველა პაციენტი ვერ იქნება კომბინირებული თერაპიის ბენეფიციარი. ზემოთ ნახსენები ორი ტიპის უჯრედი არის საკვერცხის სიმსივნეების 50%-ში, სწორედ ამ რაოდენობის პაციენტები ისარგებლებენ კომბინირებული მკურნალობით.

კვლევა გამოქვეყნდა 3 აგვისტოს ჟურნალში Nature. ის დაფინანსებული იყო ამერიკის მთავრობისა და 10 სხვადასხვა ფონდის მიერ.

მასალის წყარო - goodnews.on.ge



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 891 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მედიცინა, ცილა CA125, სიმსივნე, ქიმიოთერაპია, მსოფლიო, ახალი წამალი, საკვერცხის კიბოს მკურნალობა, განათლება, Birinapan, ჯანმრთელობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...